კოႬონⴢვირუსს ჩინეთის სამხედრო ლაბორატორიაში 6 თვის განმავლობაში ქმნიდნენ - რისთვის და რისი შერწყმით შეიქმნა ვირუსი, რომელმაც მსოფლიო გააჩერა

ჩინელმა ვირუსოლოგმა, რომელიც ამტკიცებს, რომ კორონავირუსი ჩინეთის სამხედრო ლაბორატორიაში იქნა შექმნილი, გამოაქვეყნა მოხსენება, რომლის თანახმადაც იგი ამბობს, რომ მისი მოსაზრება მტკიცდება.

ლი -მენგ იანი, რომელიც მეცნიერ მკვლევარი იყო ჰონგ-კონგის ჯანდაცვის საჯარო სკოლაში, აცხადებს, რომ ვირუსი გენეტიკური ნივთიერებისა და ორი ღამურის შერწყმის შედეგად შეიქმნა.

ვირუსულოგი აცხადებს, რომ ძლიერი ცილა- ვირუსის ზედაპირზე არსებული სტრუქტურა , რომელსაც უჯრედების ერთმანეთთან დასაკავშირებლად იყენებენ დაარედაქტირეს, და შეცვალეს იმისათვის, რათა მომხდარიყო ვირუსის ნაწილაკების ადამიანის უჯრედებთან მარტივი და სწრაფი დაკავშირება.

ჩინელმა ვირუსულოგმა თავისი მოსაზრება გამოაქვეყნა ევროპის ატომური კვლევითი ცენტრის ვებგვერდზე ,სადაც იგი აცხადებს, რომ ვირუსი მზადდებოდა 6 თვის განმავლობაში და მას სპეციალურად ინახავდნენ ლაბორატორიაში არსებულ ღამურების ორგანიზმში.

მისი თქმით, მან როდესაც საზოგადოებისთვის დაიწყო შეტყობინება არსებული რეალობის შესახებ და უხსნიდა ხალხს, რომ ეს არა ბუნებრივი ვირუსი, არამედ ლაბორატორიაში შექმნილი ინფექცია იყო, მუქარის წერილები მიიღო, სადაც მას უთვლიდნენ, რომ იგი ამ ინფორმაციის გაჟღერების გამო შესაძლოა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენილიყო. მან მალევე დატოვა ჩინეთი, რომლის შემდეგაც ამერიკიდან დაიწყო იმ ფაქტებსა და თეორიებზე საუბარი, რომლითაც ვირუსის შექმნის კვალს ჩინეთის კომუნისტურ მთავრობამდე მივყავართ. მიუხედავად მისი მოსაზრებებისა, მტკიცებულებებისა და ხელშესახები ფაქტების არ ქონის გამო, მის შეხედულებას ამ დრომდე კრიტიკულად აფასებენ აშშ-ს სამეცნიერო წრეები და მას შეთქმულების თეორიის ერთ-ერთ ვერსიად სახავენ.