ჯაბა ბოჯგუა გარდაიცვალა
- 17/09/20
- 3326 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
მომღერალი ჯაბა ბოჯგუა, რომელიც წლები კომაში იყო, გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მომღერლის დედა ავრცელებს.
"ამ დღის სულ მეშინოდა..... ჯაბა აღარ მყავს..... შენით ვარსებობდი და შენით ვსუნთქავდი დედი... სიცოცხლე შენს გამო მინდოდა..... ჯაბა .............ჩემო ერთადერთო..." - წერს მანანა გვასალია.
ცნობისთვის, მომღერალი ჯაბა ბოჯგუა 12 წელია უკვე კომაშია. მას დედა, მანანა გვასალია და 86 წლის ბებო უვლიდნენ, რომელიც შვილიშვილის დასახმარებლად ზოგჯერ ქუჩაში მოწყალებასაც ითხოვდა. ქალბატონი გასულ წელს, ავტოავარიას ემსხვერპლა.
ჯაბა ბოჯგუას გულის პრობლემები ბავშვობიდან აწუხებდა, წლების წინ, ის დააპატიმრეს და გულის შეტევა ციხეში მოუვიდა. ციხის საავადმყოფოში დროულად არ გადაიყვანეს და კომაში ჩავარდა. იმჟამად მომღერალი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.