23 წლის ბიჭის თვითმკვლელობის დეტალები - რა მოხდა რეალურად
- 19/09/20
- 1055 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ თამაზ მეჭიაურის მძღოლი 23 წლის გიორგი ხუმარაშვილი და მასთან კონფლიქტში მყოფი ხევსურთსოფელის რწმუნებული ზურაბ ბექაური კლასელები არიან და თამაზ მეჭიაურთან ხუმარაშვილს სწორედ ბექაურმა დააწყებინა მძღოლად მუშაობა.
ამის შესახებ ერთ-ერთი ადგილობრივი საუბრობს. მისი თქმით, ზურაბ ბექსურს ასევე, ახლო ურთიერთობა ჰქონდა მეგობრის ოჯახთან და მათ ხშირად სტუმრობდა. გიორგი ხუმარაშვილმა თვითმკვლელობა სწორედ მორიგი სტუმრობის შემდეგ სცადა…
„გიორგი და ზურა ბექაური მეგობრობდნენ, ისინი კლასელები არიან. როცა გიორგი სამუშაოს ეძებდა, სწორედ ბექაურმა სთხოვა თამაზ მეჭიაურს მისი მძღოლად აყვანა. ზურა ხუმარაშვილების ოჯახს ხშირად სტუმრობდა. ახლო ურთიერთობა ჰქონდა, გიორგის ოჯახის წევრებთანაც.
იმ დღესაც ზურა მათ ოჯახში იყო, იქ რა საუბარი შედგა და რა მოხდა არავინ იცის, მაგრამ ფაქტია, რომ მალევე გიორგიმ თვითმკვლელობა სცადა. დედა შვილის ამ მდგომარეობამდე მიყვანაში ზურა ბექაურს ადანაშაულებს და ამბობს, რომ შვილმა ეს გადაწყვეტილება კონფლიქტის გამო მიიღო.
ახლა, მთავარია გიორგი კომიდან გამოვიდეს და გადარჩეს. მერე გამოძიება ალბათ, დაადგენს რაც მოხდა და დამნაშავე აუცილებლად დაისჯება. გიორგი უწესიერესი ადამიანია და გული მტკივა.” – ამბობს ადგილობრივი. განაგრძეთ კითხვა