
სასიხარულო ინფორმაცია შატილში ავარიას გადარჩენილი 3 გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით
- 20/09/20
- 621 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

შატილის ავარიისას გადარჩენილი 3 გოგონას მდგომარეობა გაუმჯობესდა. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რაიანის თქმით, სამივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სამივე კლინიკას დატოვებს.
"შატილში დაშავებული სამივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ორი კლინიკიდან ხვალ გაეწერება, ხოლო მესამე ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში გადადის და კვირის ბოლოს დატოვებს კლინიკას. იმედია, მათი ანალიზების პასუხები წესრიგში იქნება. საბედნიეროდ, მათი გადარჩენა მოხერხდა” – ამბობს ლევან რატიანი “პრაიმტაიმთან”.