რა საიდუმლო გაუმხილა ედუარდ შევარდნაძემ მამაოს ბოლო ზიარების დროს

სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ფოტო ვრცელდება, სადაც ასახულია ზიარება მისი გარდაცვალებიდან დაახლოები ორი თვით ადრე.

ყოფილ პრეზიდენტს ოთხი წლის განმავლობაში დეკანოზი შალვა კეკელია აზიარებდა.

პირველად პატრიარქმა მთხოვა მივსულიყავი და მეზიარებინა. მას შემდეგ ხშირად დავდიოდი და ვაზიარებდი, დაახლოებით 4 წლის განმავლობაში.


ერთ-ერთი ზიარების შემდეგ ოჯახის წევრები ფოტოს იღებდნენ და ბატონმა ედუარდმა მითხრაგადავიღოთ, მამაო, მაი სურათი მე იქეთ გამომადგება და შენ აქეთო

კარგი იუმორი ჰქონდა ნამდვილად.

შემდეგ ეს ფოტო თვითონ გადმომცა ხელმოწერით“, – ყვებაპრაიმტაიმთანდეკანოზი შალვა კეკელია.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, 2014 წლის 7 ივლისს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.