
ეს სიმპატიური ბიჭი თაკო ნაცვლიშვილის შეყვარებულია, რომელსაც მოდელი მრავალი წლის განმავლობაში მალავდა
- 22/09/20
- 844 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

მსოფლიო სამოდელო სფეროში საკუთარი ძალები არაერთმა მოდელმა მოსინჯა, თუმცა თაკო ნაცვლიშვილი ამ მხრივ ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა.
16 წლის ასაკში პარიზში ვერსაჩეს, არმანის, ელი სააბის და დიორის ჩვენებებში მიიღო მონაწილეობა. 20 წლის თაკო მილანში ცხოვრობს, მოდის მარკეტინგს და კომუნიკაციას სწავლობს.
ახალგაზრდა მოდელი რამდენიმე თვის წინ გადასაღებ მოედანზე მსოფლიოს ვარსკვლავთან, ჯულია რობერტსთან ერთად მოხვდა.
ამ ყველაფრის ფონზე, თაკო ნაცვლიშვილის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია, როგორც საპირისპირო სქესის წარმომადგენლებში, ასევე მის გულშემატკივრებში.
ცნობილია, რომ მოდელს რჩეული უკვე ჰყავს, თუმცა მის შესახებ საჯარო საუბრას ყოველთვის ერიდება.
თუმცა, საპატიო მიზეზის გამო თაკომ თავისი რჩეულის ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
როგორც ირკვევა მისი რჩეული ოთო ხუროძეა.
მოდელი შეყვარებულის ფოტოებს „ინსტაგრამის“ სთორიში ასაჯაროებს და დაბადების დღეს უცლოცავს.