იმ საღამოს თვითონ ქმარმა მომიტანა შპრიცით გამზადებული ნარკოტიკი რომ გამეკეთებინა - ქართველი ნარკოდამოკიდებული ქალის გულახდილი აღიარება

მე წამალდამოკიდებული ქალი,33 წლის ვარ და ცხოვრებას ვამთავრებინფექციურ საავადმყოფოში ვწევარ და სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს ვითვლი. ჩემი დაავადება არ იკურნება, ღვიძლის ციროზი მაქვსასე დაიწყო საუბარიპრაიმტაიმთანწამალდამოკიდებულმა ქალმა.

 

ქმარმა ჯერ ნარკოტიკული აბები გაასინჯა, მერეინექციური ნარკოტიკი. ის ახლგაზრდა ქალია და იცის, რომ ყველაფერი მისი სიკვდილით დამთავრდება, რადგან მედიკოსები მის დიაგნოზთან უძულრები არიან

„15 წლის ვიყავი, როცა უბანში ერთი პოპულარული, სიმპათიური მოძველბიჭო ტიპი სიყვარულში გამომიტყდა. ძალიან გამიხარდა, თავი სუპერქალი მეგონა. ჩემს ასაკში კი, გოგონებს მსგავსი ბიჭები ყველაზე ვაჟკაცები ჰგონიათ. რამდენიმე დღე სხვა გოგოებზეგამარჯვებითვტკბებოდი და მეც სიყვარულით ვუპასუხე.

 

მალე ორსულად დავრჩი. 16 წლის უკვე დედა გავხდი, ბიჭი გვეყოლა. ჩემი ქმარი წამალდამოკიდებული იყო. ჩემს სახლში ვცხოვრობდით ბებიასთან ერთად. ჩემი მშობლები ემიგრანტები იყვნენ და ფული არ გვაკლდაგეგაც მათი გამოგზავნილი ფულით ნარკოტიკებს ყიდულობდა.

 

როცა პატარა ჭირვეულობდა და ღამე არ ეძინა, მეც მთელი დღე უხასიათოდ მოთენთილი ვიყავი და ქუჩაში გადავარდნილ ქმარს განშორებით ვემუქრებოდი. ერთ საღამოს რაღაც აბები ამომიტანა და დამალევინა, თავს კარგად ვგრძნობდი. ენერგიაც მქონდა და ნერვებიც არაფერზე მეშლებოდა.

 

სამ თვეში ეს აბები აღარ მაკმაყოფილებდა და გეგამაც „მკურნალობისგზა შეცვალა. ასე აღმოვჩნდი სააფთიაქო ნარკომანიაში ჩაფლული.

 

პარალელურად ვსწავლობდი, საერთაშორისო სამართლის პროგრამაზე მოვხვდისხვათაშორის, კარგი სტუდენტი ვიყავი. მშობლებს ძალიან უხაროდათ, რომ ვმეცადინეობდი. თანხის ოდენობაც გაზარდეს და მეტს გვიგზავნიდნენტანსაცმელშიც კი არ ვხარჯავდით ფულს. ბებია სახლის საქმეებს აკეთებდა, მოკლედ აწყობილი გვქონდა ცხოვრება. გეგას მანქანაც უყიდეს, ეკა ინსტიტუტში ატარეოგანაგრძეთ კითხვა