პუტინი ნობელის პრემიაზე წარადგინეს, როგორც ყველაზე მშვიდობის მოყვარული და ჰუმანური ადამიანი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მშვიდობის დარგში 2021 წლის ნობელის პრემიაზე წარადგინეს. ამის შესახებ განაცხადი კომიტეტს რუსმა მწერალმა სერგეი კომკოვმა გაუგზავნა. მისი თქმით, პუტინს ეს ჯილდო კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში 27 ქვეყნისთვის ჰუმანიტარული დახმარებისა და რუსეთის კონსტიტუციაში ღმერთის შესახებ შეტანილი ცვლილებებისთვის ეკუთვნის.

შეგახსენებთ, 12 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნობელის პრემიაზე მიმდინარე კვირაში უკვე მეორედ წარადგინეს. ტრამპი სერბეთსა და კოსოვოს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაში შეტანილი წვლილისთვისაა ნომინირებული.


მანამდე კი დონალდ ტრამპი ნობელის პრემიაზე ნორვეგიელმა დეპუტატმა 2021 წლის მშვიდობის დარგში წარადგინა, ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის შეთანხმების მიღწევაში დახმარებისთვის.