საკარანტინო სივრცეში 29 წლის ბიჭი გარდაიცვალა, მაგრამ არა ვირუსის გამო

თელავის საკარანტინო ზონაში გარდაცვლილი 29 წლის ახალგაზრდა, სანდო წყაროს ცნობით, მეტადონის პროგრამაში ჩართული იყო.

 

„პრაიმტაიმის” ინფორმაციით, ის, სავარაუდოდ, ნარკოტიკების ზედოზირებით დაიღუპა.

მამაკაცის ცხედარი, გურჯაანში, ლევან სამხარაულის სახელობის საექსპერტო ბიუროშია გადადვენებული, სადაც მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი დადგინდება.

შესაბამის უწყებას ოფიციალური კომენტარი, ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების მიზეზებზე ამ დრომდე არ გაუკეთებია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, 29 წლის მამაკაცის ცხედარი, თელავის ერთ – ერთ სასტუმროში განთავსებულ საკარანტინე სივრცეში, სასტუმროს პერსონალმა იპოვა.