სომხეთმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა

სომ­ხე­თის მთავ­რო­ბამ ყა­რა­ბაღ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში სამ­ხედ­რო მდგო­მა­რე­ო­ბა შე­მო­ი­ღო და გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია სა­ყო­ველ­თაო მო­ბი­ლი­ზა­ცია, ამის შე­სა­ხებ სომ­ხე­თის პრე­მი­ერ­მი­ნის­ტრმა ნი­კოლ ფა­ში­ა­ნი­ან­მა „ფე­ის­ბუ­კის“ პი­რად გვერ­დზე და­წე­რა.

„ძვირ­ფა­სო თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ნო, ახლა სომ­ხე­თის მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ცხად­დე­ბა სამ­ხედ­რო მდგო­მა­რე­ო­ბა და სა­ყო­ველ­თაო მო­ბი­ლი­ზა­ცია. ყვე­ლა პი­რად შე­მად­გენ­ლო­ბას მო­ვუ­წო­დებ გა­მო­ცხად­დეს სამ­ხედ­რო კო­მი­სა­რი­ა­ტებ­ში“, - წერს ფა­ში­ნი­ა­ნი.

ყა­რა­ბაღ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბით შეშ­ფო­თე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, რო­მე­ლიც სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, სა­ქარ­თვე­ლო მზა­დაა ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით ხელი შე­უ­წყოს დე­ეს­კა­ლა­ცი­ას და რე­გი­ონ­ში მშვი­დო­ბას დამ­ყა­რე­ბას.

„შეშ­ფო­თე­ბით ვაკ­ვირ­დე­ბით აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სომ­ხეთს შო­რის მო­რიგ სამ­ხედ­რო გამ­წვა­ვე­ბას, რო­მელ­საც გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკვე მოჰ­ყვა მსხვერ­პლი და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის და­ზი­ა­ნე­ბა. იმე­დი გვაქვს, რომ მო­ხერ­ხდე­ბა ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვა, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის რე­ჟიმ­ში გა­დას­ვლა მხა­რე­ებს შო­რის და ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა, რაც მკვეთ­რად ნე­გა­ტი­უ­რად იმოქ­მე­დებს მთე­ლი რე­გი­ო­ნის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე.