შემზარავი ავარია ორ ნაბიჯთან - გარდაცვლილია 16 წლის მოზარდი

 რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.  TV4-ის ინფორმაციით,  შემთხვევას 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა.  როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი მოზარდი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს გარდაცვლილი დახვდა. 

შემთხვევა “ორ ნაბიჯთან” მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.