
შემზარავი ფაქტი წყალტუბოში - არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ჩადენაში ოჯახის ნათლიას ადანაშაულებენ
- 29/09/20
- 889 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

მამაკაცი, რომელიც წყალტუბოში არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებაშია ეჭვმიტანილი, გოგონას ოჯახთან ნათლმირონობა აკავშირებს.
ადგილობრივების ინფორმაციით, მსგავს ქმედებაში მამაკაცი ადრეც იყო შემჩნეული, თუმცა მაშინ საქმე არ გახმაურებულა.
“სოციალურად დაუცველი ოჯახია, ბავშვი არის გულჩათხრობილი, ნაკლებად კონტაქტობს ადამიანებთან და ადვილია მისი დაყოლიება. ალბათ, ამით ისარგებლა. გავიგეთ, რომ ტყეში წაიყვანა ძალდატანებით. ნაკაწრები ჰქონდა სხეულზე. პედაგოგმა გაიგო.
მოძალადეს ნათელმირონობა აკავშირებს ბავშვის ოჯახთან. გვერდით ქუჩაზე ცხოვრობს. როგორც ვიცით, ადრეც ქონდა მცდელობა, მაგრამ ახლა გახმაურდა. მინდა, რომ დააკავონ, არ მინდა ჩემი შვილები ასეთი ადამიანის გარემოში ცხოვრობდნენ. დაკავებული არაა”-აცხადებენ ადგილობრივები.
წყალტუბოში 17 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილ ქმედებაზე გოგონას ექსპრტიზა უტარდება. სექსულაური ძალადობის ფაქტი 5 დღის წინ მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ კომენტარს ექსპერტიზის პასუხის შემდეგ გააკეთებენ. რაც შეეხება მოძალადეს მასზე მხოლოდ შემაკავებელი ორდერია გამოწერილი.