"დიდი ტრაგედია დატრიალდა ჩვენს უბანში, ავტობანზე მომხდარ ავარიას ორი ავჭალელი ბიჭის წიცოცხლე შეეწირა" - ვინ არისნ ავჭალელი ბიჭები, რომლებიც დღეს ავტობანზე ავარიას შეეწირნენ

"ავა­რი­ის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, პო­ლიტ­რავ­მით შე­მო­ვი­და. პა­ცი­ენტს აღე­ნიშ­ნე­ბა ქალა- ტვი­ნის ტრავ­მა, და­ჟე­ჟი­ლო­ბა, მარ­ჯვე­ნა მხრის მო­ტე­ხი­ლო­ბა, მუც­ლის ღრუს ტრავ­მა, სა­ხის ძვლე­ბის მო­ტე­ხი­ლო­ბა. მისი ჯან­მრთლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა არის უკი­დუ­რე­სად მძი­მე. პა­ცი­ენ­ტი მო­თავ­სე­ბუ­ლია რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. უტარ­დე­ბა ყვე­ლა სა­ჭი­რო რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა", - გა­ნა­ცხა­და კლი­ნი­კა „გორ­მე­დის“ კლი­ნი­კურ­მა დი­რექ­ტორ­მა ხა­თუ­ნა შრუბ­მა.

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, უმ­ძი­მე­სი ავა­რი­ის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან 24 წლის გი­ორ­გი კა­პა­ნა­ძე და 27 წლის რო­ი­ნი ელ­ბა­ქი­ძე არი­ან. ისი­ნი ავ­ჭა­ლა­ში ცხოვ­რობ­დნენ. მათ შე­სა­ხებ სწო­რედ ავ­ჭა­ლე­ლე­ბი წე­რენ "ფე­ის­ბუქ­ზე" და უსამ­ძიმ­რე­ბენ გარ­დაც­ვლილ­თა ოჯა­ხებს.

"დიდი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ჩვენს უბან­ში. ავ­ტო­ბან­ზე მომ­ხდარ ავა­რი­ას ორი ავ­ჭა­ლე­ლი ახალ­გაზ­რდის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა. ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუპ­ნენ რო­ი­ნი ელ­ბა­ქი­ძე და გი­ორ­გი კა­პა­ნა­ძე.

ვუ­სამ­ძიმ­რებ გარ­დაც­ვლი­თა ოჯა­ხებს, ნა­თე­სა­ვებს და მე­გობ­რებს. უფალ­მა და­უმ­კვიდ­როთ ცათა სა­მა­რად­ჟა­მო სა­სუ­ფე­ვე­ლი" - წე­რენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

რო­გორც AMBEBI.GE-სთვის გახ­და ცნო­ბი­ლი, ახალ­გაზ­რდე­ბი სამ­სა­ხუ­რი­დან მივ­ლი­ნე­ბით ქუ­თა­ის­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. უმ­ძი­მე­სი ავა­რია სწო­რედ იმ დროს მოხ­და, რო­დე­საც ისი­ნი სახ­ლში, თბი­ლის­ში ბრუნ­დე­ბოდ­ნენ.

მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 276-ე მუხ­ლის მე-8 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.