"წუხელ ჩვენს სახლში ხანძარი გაჩნდა" - ნინო ჟვანია განცხადებას ავრცელებს

ყოფილი პრემიერმინისტრის ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ჟვანია განცხადებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ წუხელ მათ სახლში ხანძარი იყო, სახანძრო სამსახურს კი ოპერატიური მუშაობისთვის დიდ მადლობას უხდის:

"წუხელ ჩვენს სახლს ცეცხლი გაუჩნდა და სახანძრო სამსახურის ოპერატიულობა რომ არა, უსახლკაროდ დავრჩებოდით. ძალიან პროფესიონალურად იმუშავეს. მადლობა"