სასიხარულო ინფორმაცია - მეწყერის ქვეშ მოყოლილი არასრულწლოვანი გოგონა ცოცხალი იპოვეს
- 02/10/20
- 4174 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჯოჭოში პირველ ოქტომბერს განვითარებული მეწყერული პროცესების შედეგად მიწის მასის ქვეშ საცხოვრებელი სახლი და გზაზე მყოფი ავტომობილი აღმოჩნდნენ.
შედეგად ხუთი ადამიანი, სამი სახლში მყოფი დედა, მამა და არასრულწლოვანი შვილი, ასევე ავტომობილში მყოფი ორი ადამიანი, მიწის მასის ქვეშ აღმოჩნდნენ.
ხანგრძლივი სამძებრო ღონისძიებების შედეგად, რომელშიც ჩართული იყო, როგორც ადგილობრივი სამაშველო სამსახურები, ასევე რეგიონებიდან და დედაქალაქიდან ჩამოსული მაშველები, აღმოჩენილი იქნა ავტომანქანა, რომელშიც ორი ადამიანი, ბექა ბოლქვაძე და ირაკლი ბოლქვაძე იმყოფებოდნენ. ისინი გარდაცვლილი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭები მეგობრები იყვნენ.
სტუმრად იმყოფებოდნენ და სახლში ბრუნდებოდნენ. მოგვიანებით მაშველებმა გარდაცვლილი მაია ბერიძისა და ლევან თედორაძის ცხედრები იპოვეს. ამ ეტაპზე მაშველები დაკარგულ არასრულწლოვან, მურმან თედორაძეს ეძებენ.
როგორც „პრაიმტაიმისთვის” გახდა ცნობილი, გარდაცვლილ ლევან თედორაძესა და მაია ბერიძეს კიდევ ერთი არასრულწლოვანი შვილი ჰყავთ. შემთხვევის დროს გოგონა ხულოში ბებიასთან, დედის დედასთან იმყოფებოდა.


