
ვინ არის ცნობილი გოგონა, რომელიც ვარკეთილში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსზე დახატეს
- 02/10/20
- 2853 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ვარკეთილში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსზე პორტრეტი დახატეს, რასაც სოციალურ ქსელში კითხვები მოყვა იმის შესახებ, თუ ვისი გამოსახულებაა კედელზე და ვის ეკუთვნის ნახატი.
თბილისის მერიაში On.ge-ს განუცხადეს, რომ კორპუსის მოხატვა მათთან შეთანხმებული იყო, თუმცა მათთვის უცნობია, ვინაა პორტრეტზე ასახული. მათი თქმით, ნახატი საერთაშორისო ფესტივალის, Tbilisi MURAL fest ფარგლებში ცნობილი სერბი მხატვრის, Artez-ის მიერ არის შესრულებული.
როგორც On.ge-ს ფესტივალის ორგანიზატორმა განუცხადა, ნახატზე გამოსახული გოგო კონკრეტული პიროვნება არ არის და ის მხატვრის ჩანაფიქრია