ვინ არიან ცოლ-ქმარი, რომლებიც თემქაზე გარდაიცვალნენ
- 03/10/20
- 4623 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
თემქაზე სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით გარდაცვლილები ცოლ-ქმარი – აჩიკო და თინა ბარკალაიები არიან.
„პრაიმტაიმთან” მომხდარზე მოკლე კომენტარი გარდაცვლილთა შვილმა გააკეთა:
„არაფერი ვიცით, რა მოხდა. რაც თქვენთვის არის ცნობილი, ის ვიცით თქვენ.” – ამბობს გარდაცვლილთა შვილი.
შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ, ცნობილი გახდა, რომ თემქაზე ბუნებრივი აირის ნამწვით ოჯახის ორი წევრი გარდაიცვალა. შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.