ცნობილი ტიკტოკერი საკუთარ ინსცენირებულ გატაცებას ემსხვერპლა

20 წლის მექსიკელი ვიდეობლოგერი არელინ მარტინესი თავისი TikTok-ისთვის მორიგი ვიდეოს გადაღებისას გარდაიცვალა.

არელინ მარტინესმა ვიდეოსთვის თავისი გატაცების დადგმა გადაწყვიტა და დახმარებისთვის მეგობრებს მიმართა, რომლებიც გამტაცებლებლის როლებს ასრულებდნენ და შეიარაღებულები იყვნენ.

ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს, რომ თვალებახვეული არელინ მარტინესი და კიდევ ერთი „მძევალი“ ქუჩაში სხედან, მათ გვერდით კი ორი შეიარაღებული კაცი დგას. „გამტაცებლებმა“ „მძევლები“ დააჩოქეს, შემდეგ კი ერთ-ერთმა „გამტაცებელმა“ არელინ მარტინესს ესროლა.

პროკურატურის ცნობით, პოლიციაში ერთ-ერთმა თვითმხილველმა დარეკა. სავარაუდოდ, „გამტაცებელმა“ არ იცოდა, რომ იარაღი დატენილი იყო.

არელინ მარტინესს 1 წლის შვილი დარჩა.