საბანკო სესხები ისევ გადავადდება

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ბანკები მზად არიან სესხები კვლავ გადაუვადონ საოჯახო სასტუმროების წარმომადგენლებს, თუ ისინი მათ სესხების რესტრუქტურიზაციის სურვილით მიმართავენ:

„გუშინ მე და ჩემი კოლეგები საბანკო სექტორის წარმომადგენლებსა და მაღალი რანგის მენეჯმენტს შევხვდით. ვესაუბრეთ შესაძლებლობაზე, რომ კვლავ მოხდეს ტურიზმის სექტორისთვის სესხების რესტრუქტურიზაცია. მოხარული ვარ, რომ ბანკებმა მზადყოფნა გამოთქვეს, რა თქმა უნდა, თითოეული კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით. მთლიანობაში არის მზადყოფნა იმისა, რომ თუკი მას მიმართავენ მცირე, საშუალო ზომის საოჯახო სასტუმროები, ზომას არ აქვს მნიშვნელობა, ბანკები მზად არიან, რომ კვლავ განიხილონ სესხების რესტრუქტურიზაცია“, - განუცხადა თურნავამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.