"გთხოვთ ნუღარ უკეთებთ ამას თქვენს თავებს, 38 კილო ვარ 16 წლის გოგო..." - 16 წლის ნინო ცქიტიშვილი თანატოლებს თხოვნით მიმართავს

დიეტით ჩემი სხეულის მასის ინდექსი ზღვარს ჩამოსცილდა, 38 კგ ვარ… ნუ გაუკეთებთ ამას თქვენს თავს! – ეს სიტყვები 16 წლის ნინო ცქიტიშვილს ეკუთვნის, წერილი მან ჟურნალ “სარკეს” გაუგზავნა, სადაც საკუთარ პრობლემაზე დეტალურად ისაუბრა.

 "კვებითი აშლილობა – ეს ფსიქიკის მოშლაა, სულის განადგურებაა, საკუთარი ნებით საკუთარი სხეულის სამსხვერპლოზე მიყვანაა. არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რაც კი დედამიწის ზურგზე სისასტიკე არსებულა, ერთად აღებული ყველა სისასტიკე ვერ გადაწონის მის ბოროტებას. იმას რაც შენს თავს უნდა დამართო, ვერ წარმოიდგენ რაოდენ მწარედ შესაგუებელია შენ გვერდით მყოფი ადამიანებისთვის.

ბავშვობაში ვიყავი გამხდარი, აქტიური და დაუღალავი. 11-12 წლიდან წონაში მოვიმატე. მოზარდობის პერიოდში გადატანილი სტრესი ბიძგია იმის, რომ კვებითი აშლილობა დაგემართოს. ვარჯიშობ, მიმართავ დიეტებს, იკვებები არასრულფასოვნად, იწყებ შიმშილს და იბრძვი მიზნის მისაღწევად, ოღონდ ჭარბი წონა მოიშორო. 

გატაცებული ვიყავი კალორიების დათვლით, საკვების შერჩევით, ვარჯიშებით. დღემდე მაქვს ჩემი ძველი დღიური, რომელიც მთელი დღის საკვებს, წონის დაკლებას და კალორიებს ეხებოდა. ამაზე უფრო საინტერესო ჩემთვის არაფერი არსებობდა. 

ამ დროს წონას ემშვიდობები, მაგრამ ისე ნადგურდები, ამას უკვე ვეღარ ხვდები. სიგამხდრის უკიდურეს ზღვარზეც რომ იყო, შენ ამას სილამაზედ აღიქვამ. შინ ჩავიკეტე, გარეთ გამოსვლის მეშინოდა, არ მინდოდა მეგობრებს შევხედროდი მარტო იმიტომ, რომ სადმე კაფეში წასვლა არ შემოეთავაზებინათ. განაგრძეთ კითხვა