დღეს უყურადღებობის გამო ქალიშვილი გარდამეცვალა

ციციშვილის კლინიკაში გარდაცვლილი წლინახევრის ბავშვის მამა ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებს.

"ნახევარ წელზე მეტია აქ მეწვინა ჩემი მცირეწლოვანი ქალიშვილი, თავდაპირველად ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში იწვა.

120 000 ლარი ჩაგვარიცხინეს. გვითხრეს, რომ ოპერაციას სჭირდებოდა. თუმცა მოგვატყუეს.

ასე გვატყუებდნენ 6 თვის განმავლობაში იმ მიზეზით, რომ პანდემია იყო. დღეს უყურადღებობის გამო ქალიშვილი გარდამეცვალა.

კახა ქაშაბიძეა ყველაფერში დამანაშავე. ის არის ქირურგი, რომელმაც მომატყუა, რომ სპეციალისტი ინდოეთიდან უნდა მოეწვიათ. ჩემი ქალიშვილის მკვლელობაში არის დამნაშავე“, – აცხადებს გარდაცვლილი ბავშვის მამა.