ბევრმა განმსაჯა და მკითხა მსგავსი ფიქრები როგორ გაბედე სამი შვილის დედამო - თი მაჭავარიანი

"11-წლიანი ურთიერთობის დასრულების შემდეგ, მარტივი ნამდვილად არ არის, რომ ვიღაცას ენდო, მაგრამ..."

თი მაჭავარიანი 3 შვილის ახალგაზრდა დედა გახლავთ, რომელიც ინტერნეტსივრცეში პირად საკითხებზე თამამად საუბრობს. მას არ დაუმალავს, რომ თვითმკვლელობა სცადა, ფსიქიატრის მომსახურებით სარგებლობდა მაშინ, როცა საქართველოში მცხოვრები საზოგადოების ნაწილს ფსიქოლოგთან ვიზიტის და მით უმეტეს - ამის გახმაურების ჯერ კიდევ ეთაკილება... თის არ აინტერესებს "ტოქსიკური" ადამიანების აზრი და სხვებსაც ურჩევს, მათგან თავი შორს დაიჭირონ...

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა"
გამოქვეყნდა:

"სკოლა თბილისში დავამთავრე, შემდეგ ბულგარეთში, ამერიკულ უნივერსიტეტში ჩავაბარე. 17-18 წლის ვიყავი, როცა საქართველოდან გავემგზავრე. პერიოდულად, 1-2 კვირით ჩამოვდიოდი, თუმცა 9 წელი საქართველოში არ მიცხოვრია. წელიწად-ნახევრის წინ დავბრუნდი. აქ თავის დამკვიდრებას მაქსიმალურად ვცდილობ..."

"ამერიკაში ცხოვრებისას უკვე 3 ბავშვი მყავდა. მაშინ მე და ჩემს ყოფილ მეუღლეს არავინ გვეხმარებოდა, ძიძაც არ გვყავდა. წელიწადში 1-2-ჯერ დედაჩემი ან ბავშვების მეორე ბებია ჩამოდიოდა, რომ დაგვხმარებოდა, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. ამიტომ ძირითადად, სულ შინ, ბავშვებთან ერთად ყოფნა და სახლის საქმიანობა მიწევდა. არადა, სკოლაში, უნივერსიტეტში სწავლის პერიოდშიც ყოველთვის ყველაზე აქტიური ვიყავი. ექსტროვერტი ვარ..."

"ბევრი განმსჯის და მკიცხავს - მსგავსი ფიქრები როგორ გაბედე, როცა 3 ანგელოზი გყავსო?.. ჩემი აზრით, ამის თქმა ნებისმიერისთვის დანაშაულია, რადგან არავინ ვიცით, კონკრეტული ადამიანი როგორ სიტუაციაშია. პირიქით, ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ... საქართველოში დაბრუნება ჩემი შვილებისთვისაც და ჩემი საღი აზროვნებისთვისაც ყველაზე სწორად გადადგმული ნაბიჯი იყო, რადგან ახლა აქ ბევრად უკეთ ვარ..." განაგრძეთ კითხვა