- 13/10/20
- 117135 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
„მასტერშეფის“ მორიგმა ეპიზოდმა მაყურებლის გაგულისება გამოიწვია. მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი კონკურსანტის, ლადოს კერძის გასინჯვისას ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა, ლუკა ნაჭყებიამ მის მიერ მომზადებული სოუსი ვერ გადაყლაპა და ლადო გადაცემას დაემშვიდობა, კონკურსის მაყურებელი სოციალურ ქსელში აქტიურობს და ლუკას საქციელს აკრიტიკებს.
„თუ ადამიანის გაშვება გინდათ, ისე გაუშვით, რომ შეურაცხყოფა არ მიაყენოთ“
„ძალიან ცუდ კონტექსტში ელაპარაკებიან ჟიურის წევრები მონაწილეებს. ასეთი კრიტიკა და მიწასთან გასწორება არაა აუცილებელი მთელი ქვეყნის წინაშე.
ერთია, რომ უშვებთ პროექტიდან და მეორე, როგორ აკეთებთ ამას. სირცხვილია“.
„არ უნდა გაგეგდოთ ლადო, მაგრად მიქარეთ, ნატალიას ადგილი არ არის მანდ, ლადოს არც შევადარებ, ცუდი გემო აქვს ლადოს ხემსსო, ან ჰქონდა და ან არა, როგორც გაწყობთ, ისე იტყვით აბა, რა“.
„არ ვიცი, შიდა სამზარეულოში რა ხდება რეალურად, მაგრამ ამდენი შენიშვნისა და კრახის შემდეგ ლადოს გაგდებამ (უტაქტოდ და უპატივცემულოდ, დამცირებულად‼))) გამაღიზიანა“.
„ძალიან ცუდად მოექეცით ამ ბიჭს, მე საჯარო ბოდიშსაც მოვიხდიდი, როგორ ნერვიულობდა. ძაან დიდი სირცხვილია. თუ ასეთი საშინელი იყო, ამოგეჭრათ უბრალოდ ეგ ყველაფერი, არ შეიძლებოდა?“
„ლადოსაც რო გაასინჯეს კერძი, ბიჭი გაოცებული იყო, ვეღარ გაიგო, რას ჰქონდა ეგეთი საზიზღარი გემო, რომ ლუკას გადმოეფურთხა. მეც დავკარგე ყურების სურვილი, თავიანთი შოუს გამო ბიჭი ბოლომდე დაჩაგრეს…“
„ლუკას თავი რა ჰგონიაა??? ზღვარს სცდება უკვე ამ ბიჭის სითავხედე. მთელი ჩემი დადებითი ემოცია ამ ადამიანის მიმართ უკვე უარყოფითით იცვლება. გულის ამრევი ლადოს კერძი კი არა, ლუკას ქცევებია. შეახსენეთ, სად არის :))) ძალიან შეიჭრა როლებში და ვეღარ გამოდის…“
„მე მგონი, დროა, ლუკამაც დატოვოს ჟიურის წევრობა და სადაც უნდა, იქ იფურთხოს, უზრდელი! ასეთ თავხედობას ქართულ შოუში თუ ნახავ, რეიტინგით და პოპულარულობით გათავხედებულისგან! სირცხვილი თქვენ!“