
ცნობილ ქართველ მომღერალს ვირუსი დაუდასტურდა - როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა
- 15/10/20
- 819 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

მომღერალ ნოდიკო ტატიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც მან AMBEBI.GE-სთან საუბრისას განაცხადა, გასულ ხუთშაბათს ჰქონდა შეხვედრა ქალბატონთან, რომელსაც შაბათს კორონავირუსი დაუდასტურდა.
"გამიკეთდა ტესტი და სუსტად დადებითი პასუხი იყო. შემდეგ საჭიროდ ჩათვალეს, ტესტი გამეორებულიყო და უკვე "კოვიდ დადებითი" აღმოვჩნდი. მანამდე არ მქონდა არანირი სიმპტომი. იმ ქალბატონთან არანაირი ფიზიკური სიახლოვე არ მქონია, არც ხელი ჩამომირთმევია და არც მიკოცნია, უბრალოდ ერთ ოთხში ვიყავით პირბადეებით, სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებული ხელებით. თუმცა, როდესაც გავიგე, რომ მას პარასკევს მაღალი სიცხე ჰქონდა, გადავწყვიტე, თვითიზოლაციაში გადავსულიყავი. შეხება და კონტაქტი არავისთან მქონია, არც მშობლებთან, არც მეგობრებთან. ამ დღეების მანძილზე გარეთ არ გავსულვარ. მამამ მომიტანა პროდუქტები და კარებთან დამილაგა. კვირა, ორშაბათს არანაირი სიმპტომი არ მქონია, არც სამშაბათს, მაგრამ ლაბორატორია მაინც გამოვიძახე და ტესტი გამიკეთეს. როგორც გითხარით, სუსტად დადებითი აღმოჩნდა და დღეს უკვე დადებითი“, - განაცხადა ნოდიკო ტატიშვილმა.