ვახო ჩიქოვანის სკანდალური აუდიოჩანაწერი ციხიდან - ბრალდებული შაქარაშვილის მეგობარს ადანაშაულებს
- 16/10/20
- 361 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
„კურიერი“ გიორგი შაქარაშვილის საქმეში ბრალდებულის, ვახო ჩიქოვანის სასამართლო ჩვენების აუდიო ჩანაწერს ავრცელებს, რომელიც მან გურამ ამირხანაშვილის წინააღმდეგ მისცა.
ჩანაწერში ჩიქოვანი ამბობს, რომ შაქარაშვილის მოძებნაზე უარი ფეხბურთელის მეგობარმა განაცხადა და „ტოიოტას“ მგზავრებს თბილისში წაყვანა სთხოვა.
ჩიქოვანი ირწმუნება, რომ ძებნის დროულად დაწყების შემთხვევაში შაქარაშვილი დღეს ცოცხალი იქნებოდა. ბრალდებული ასევე ირწმუნება, რომ მან და მისმა თანმხლებმა პირებმა გურამ ამირხანაშვილს შაქარაშვილის მოძებნა შესთავაზეს, მაგრამ მან უარი განაცხადა.
„მას რომ ჩვენი შეთავაზება მიეღო და მეგობარი მოეძებნა, დღეს 99% ის ბავშვი ცოცხალი იქნებოდა. ემოციური იყო ძალიან ამირხანაშვილი, დაიწყო ეგრევე, მე დამნაშავე არ ვარ, არანაირ კონფლიქტში მონაწილეობა არ მიმიღიაო. ვუთხარით, ვისთან ერთად იყავითო, მეგობართან ერთადო. ვასილ მახარაძემ უთხრა, დაერეკა მეგობართან, მან თქვა, რომ მეგობარს ტელეფონი არ ჰქონდა. შევთავაზეთ, რომ მოეძებნა მეგობარი და ჩვენ წავიყვანდით, ამაზეც უარი განაცხადა. წამო, წამო წავიდეთო. თავისი ნებით ჩაგვიჯდა მანქანაში“, – ამბობს ჩიქოვანი.


