აქ ამ კლინიკაში იხრჩობა, იგუდება, კვდება ხალხი, განსაკუთრებით მოხუცები... - სოციალურ ქსელში კოვიდინფიცირებული ბიჭი განცხადებას ავრცელებს

სოციალური ქსელის მომხმარებელი გიორგი გოდერძიშვილი წერს, რომ მე-11 დღეა, რაც კორონავირუსი დაუდასტურდა და კლინიკაშია, თუმცა ეპიდემიოლოგებს მისი კონტაქტები არ მოუკითხიათ.

„გამარჯობა! 11 დღეა ვწევარ კლინიკაში. ვებრძვი კოვიდ 19-ს. დადასტურების დღესვე მითხრეს, რომ დამიკავშირდებოდნენ და კონტაქტებს დაადგენდნენ, თუმცა ამ დრომდე არავინ დამკავშირებია.

არ დაინტერესებულან ჩემი კონტაქტებით, მითუმეტეს, რომ ყოველ დღე ვრეკავ (ეს 10 დღე) ჯანდაცვაში და 112-ში და ვთხოვ, რომ კონტაქტების აღწერა მოახდინონ შემდგომი პრევენციის მიზნით, მათი პასუხია, რომ დამიკავშირდება ეპიდემიოლოგი,თუმცა ამაოდ…..

იტალიას რომ დავემსგავსებით მერე გაინძრევა ჯანდაცვა? საქართველოს მთავრობა სირცხვილია ესე უმოქმედობა. როცა საჭირო არ იყო ჩაგვკეტეთ და ეხლა, როცა ათასეულობითაა ინფიცირებული იკიდებთ…!!

იმოქმედეთ თორემ გვიანდება!!!!!! აქ ამ კლინიკაში იხრჩობა, იგუდება, კვდება ხალხი, განსაკუთრებით მოხუცები. მინდა რომ ჩვენს შვილებს ყავდეთ ბებია, პაპები და ნუ აგვიანებთ, გთხოვთ!!“,- წერს სოციალურ ქსელში ინფიცირებული გიორგი გოდერძიშვილი.