დაპირისპირება ქორწილში - პოლიციამ სტუმრები სასტიკი მეთოდით დაშალა

სისხლიანი დაპირისპირებით დასრულდა გივატ -ზეევში გამართული ქორწილი.

სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ვიდეომ, სადაც პოლიციას წვეულებიდან დასისხლიანებული სტუმრები გაყავს, დიდი აღშფოთება გამოიწვია.

ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ მსოფლიოში არ არსებობს მიზეზი საიმისოდ, რომ პოლიციამ ხალხზე იძალადოს.

შეგახსენებთ, ისრაელში კორონავირუსის პრევენციის მიზნით, დღემდე მოქმედებს გარკვეული რეგულაციები. მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეთა ერთად შეკრების შემთხვევაში, დახურულ სივრცეში მათი რაოდენობა ათს, ხოლო ღია სივრცეში 20-ს არ უნდა აღემატებოდეს. სწორედ ამ უკანასკნელი წესის „დარღვევის” გამო დაშალა პოლიციამ წვეულება..