უმძიმესი არჩევნის წინაშე დგანან ექიმები - ვინ გადაარჩინონ სიკვდილს
- 18/10/20
- 1281 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი, კორონავირუსის შესახებ სპეციალურ მიმართვას ავრცელებს:
“დაიწყო ყველაზე რთული და საგანგაშო კორონაპერიოდი. ეს არ არის ხუმრობა, არც აგდებით დამოკიდებულებას იმსახურებს.
ეს არ არის ჩვეულებრივი გრიპი, ბევრს რომ ჰგონია. ჯერ კოვიდ19-ის პირდაპირი სამკურნალო წამლები და ვაქცინა არ არსებობს, განსხვავებით გრიპის ვირუსებისგან.
ყოველი 1 პაციენტი სახელმწიფოს საშუალოდ 6 ათასი ლარი მაინც უჯდება. ყოველი გარდაცვლილი პაციენტი ოჯახის უდიდესი ტკივილია.
თქვენ გგონით, იმის ფუფუნება გვაქვს, რომ უამრავი ფული ვხარჯოთ კოვიდ 19-ზე?
არა, მეგობრებო. ჩვენ დიდ თანხებს ვაკლებთ იმავე განათლებას ან მართლწესრიგს, რომ ვირუსს გავუმკლავდეთ.
არადა, ჩვენი სამოქალაქო პასუხიმგებლობით შეგვეძლო კოვიდ19-ის ფართოდ გავრცელებისთვის ხელის შეშლა.
სამწუხაროდ, კოვიდ19-ის ყველაზე საგანგაშო პერიოდი დაიწყო. ექიმები, შესაძლოა, იმ არჩევანის წინაშე დადგნენ, ვინ გადაარჩინონ. პასუხისმგებლობა ერთადერთი გამოსავალია”, – წერს გოგა ჩანადირი.