ვინ არის და რა დააშავა ამერიკელმა ქალმა ისეთი, რის გამოც მას სულ რამდენიმე დღესი ბოლო 70 წლის განმავლობაში პირველი ქალი იქნება ვისაც სიკვდილით დასჯიან

43 წლის ამერიკელი ლიზა მონტგომერი(Lisa Montgomery) პირველი ქალი იქნება, ბოლო 70 წლის განმავლობაში რომელსაც სიკვდილით დასჯიან აშშ-ში. 2004 წელს მონტგომერიმ დაახრჩო ორსული ქალი და ბავშვი მუცლიდან ამოკვეთა.

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ გასამართლებულ ლიზა მონტგომერის სიკვდილით დასჯიან 2020 წლის 8 დეკემბერს, ქალს სასიკვდილო ინექციას გაუკეთებენ.

მონტგომერმა საშინელი მკვლელობა 2004 წლის 16 დეკემბერს ჩაიდინა მისურის შტატში. მან გაგუდა 23 წლის ფეხმძიმე ბობი ჯო სტინეტი, სამზარეულოს დანით მუცელი გაუჭრა და ამოიყვანა 8 თვის ბავშვი.

შემდეგ კი მონტგომერი შეეცადა ჩვილი საკუთარ ბავშვად გაესაღებინა, მაგრამ მალევე გამოაშკარავეს. ბავშვი გადარჩა, ამჟამად გოგონა 16 წლისაა.
მონტგომერი მსხვერპლის, 23 წლის ბობი ჯო სტინეტის სახლში ძაღლის ყიდვის საბაბით მივიდა. მკვლელის ადვოკატები სასამართლოში ამტკიცებდნენ, რომ მონტგომერი განიცდიდა ჰალუცინაციებს და ფსიქიკურ აშლილობას - ცრუ ორსულობას. თუმცა, სასამართლომ ამ ვერსიას მხარი არ დაუჭირა.
უკანასკნელი ქალი, ვინც აშშ-ს მთავრობამ სიკვდილით დასაჯა, ბონი ჰედი იყო. იგი 1953 წელს გაზის კამერის საშუალებით გამოასალმეს სიცოცხლეს.

მონტგომერის სიკვდილით დასჯა წელს მეცხრე იქნება შეერთებულ შტატებში. განაგრძეთ კითხვა