დღის ფოტო - რა ხდება ამ წუთებში კორონავირუსის ტესტირების რიგში

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის მას­შტა­ბი სულ უფრო იზ­რდე­ბა. 19 ოქ­ტომ­ბრის მო­ნა­ცე­მე­ბით, ბოლო 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში 1186 ახა­ლი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა კი 18 663-მდე გა­ი­ზარ­და. ამ ეტაპ­ზე ქვე­ყა­ნა­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ცდი­ლობს გა­არ­კვი­ოს მისი რეს­პი­რა­ცი­უ­ლი სიმპტო­მე­ბი კო­რო­ნა­ვირუ­სით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი თუ სე­ზო­ნუ­რი გრი­პით. გთა­ვა­ზობთ ფო­ტო­ებს, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში, წე­რეთ­ლის გამ­ზირ­ზე, ერთ-ერთ კლი­ნი­კას­თან არის გა­და­ღე­ბუ­ლი, სა­დაც ტეს­ტი­რე­ბის რიგ­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი დგას. იხილეთ ფოტოსურათები