
მიუხედავად კოვიდინფიცირებულთან ახლო კონტაქტისა კახა კალაძემ თვითიზოლაციაში გადასვლაზე უარი განაცხადა
- 19/10/20
- 637 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

თბილისის მერი კახა კალაძე თვითიზოლაციის საჭიროებას ვერ ხედავს.
თბილისის მერი რამდენიმე დღის წინ ლანჩხუთში იმ ღონისძიებას ესწრებოდა, სადაც კოვიდინფიცირებული ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილიც იმყოფებოდა.
როგორც თბილისის მერიაში განცხადეს, კახა კალაძეს ლანჩხუთის მერთან კონტაქტი არ ჰქონია. ღონისძიება ღია სივრცეში ტარდებოდა, დისტანცია იყო დაცული და ყველას პირბადე ეკეთა.