როგორ სად და რითი მკურნალობენ ცნობილი ქართველი პოლიტიკოსები, რომლებსაც ვირუსი დაუდასტურდათ

“ლელო-საქართველოსთვის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ხაზარაძე მკურნალობას სახლში გადის. ის თავს ნორმალურად გრძნობს და განმეორებითი ტესტის პასუხს ელოდება. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს.

„ბატონი მამუკა თავს ნორმალურად გრძნობს. ის მკურნალობას სახლში გადის. ამ საკითხთან დაკავშირებით, ის დამატებით კომენტარს თავად გააკეთებს“,- განაცხადეს პრესსამსახურში.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილიც ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ სახლში მკურნალობს. ამის შესახებ მან „პრაიმტაიმს“ მან თავად განუცხადა.

„კორონავირუსი მესამე დღე არის, რაც დამიდასტურდა. ხუთი დღეა, რაც ვირუსს ვატარებ. ტემპერატურის ცვალებადობა მაქვს – 37,3 -36,8. მქონდა ღებინებაც, მაგრამ ამჟამად სტაბილურად ვარ. ცოტა შიში მაქვს იმის, რომ ფილტვებში რამე არ იყოს. ოჯახში ვმკურნალობ, სისტემატური კონტაქტი მაქვს ოჯახის ექიმთან, ქუთაისში ვარ. ვირუსი მე და ჩემს ბიჭს დაგვიდასტურდა“,-განაცხადა მან.

ამ პოლიტიკოსების მსგავსად, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო წილოსანიც ვირუსს სახლში ებრძვის. როგორც მან „პრაიმტაიმს“ განუცხადა, სახლში მსუბუქი სიმპტომების ფონზე იმყოფება.

„მაქვს მსუბუქი სიმპტომები და მკურნალობას სახლში გავდივარ“,- განაცხადა წილოსანმა. განაგრძეთ კითხვა