''მივიღეთ მტკივნეული გადაწყვეტილება და საკმაოდ რთული ლოკდაუნი გამოვაცხადეთ'' - გიორგი გახარია

“დღეს მსოფლიოში ინფიცირების რაოდენობა რეკორდულად იზრდება, ასევე მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს საქართველოშო. ყოველ დღე გვაქვს რეკორდის განახლება. ჩვენ პირველი ტალღის დროს სწორად შევაფასეთ ჩვენი რესურსები, მივიღეთ მტკივნეული გადაწყვეტილება და საკმაოდ რთული ლოკდაუნი გამოვაცხადეთ” – ამის შესახებ გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ განმარტა, ახლა ვითარება განსხვავებულია, მსოფლიომ მეტი გამოცდილება მიიღო და ამჯერად ლოკდაუნის გამოცხადება არ იგეგმება.

„მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ მაშინ ჩვენ ქვეყანაში პირბადეების დეფიციტიც კი გვქონდა და დღეში ვაკეთებდით მხოლოდ 200 ტესტს. დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება არის პირბადე, რომელიც 90%-მდე ამცირების დაინფიცირების რისკს, რა თქმა თქმა უნდა ჩვენს მსგავს ლოკდაუნს არ გამოვაცხადებთ, ამის აუცილებლობა არ არსებობს და ქვეყნის ეკონიმიკა ამას უბრალოდ ვერ გაუძლებს. ამიტომ, ყველას უნდა გვესმოდეს, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ვხედავთ, ხვალ და ზეგ ვაქცინა არ იქნება, ვირუსთან თანაცხოვრება და ბრძოლა გრძელვადიანი პროცესია. შესაბამისად, ამ გრძელვადიანობიდან გამომდინარე, ჩვენი სტრატეგია იცვლება, რაც გახლავთ ვირუსთან ადაპტაცია და მისი მართვა. შესაბამისად, ჩვენი ყველაზე სწორი, მართებული გადაწყვეტილება იქნება წერტილოვანი შეზღუდვები და ბალანსის სწორად დაჭერა“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.