არცერთმა საავადმყოფომ არ მიიღო, არაა შენი ადგილიო, უჭირს სუნთქვა. ალერგიულია, ბრონქოსპაზმიანი... -

არც ერთმა საავადმყოფომ არ მიიღო. არაა ადგილებიო. გაუკეთეს დექსამეტაზონი და დატოვეს ოჯახის ექიმის ამარა – ამის შესახებმ სარეკლამო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სპეციალისტი, ირა ჭელიძე აცხადებს.

მისივე თქმით, სასწრაფოს მისვლის შემდეგ, ექიმებმა თქვეს, რომ პაციენტის სახლში დატოვება არ შეიძლებოდა, თუმცა, ადგილების არ ქონის გამო გადაყვანა ვერ მოხერხდა.


“ჩემი მეგობარი, ლელა ციხისელია მაღალი სიცხით. უჭირს სუნთქვა. ალერგიულია, ბრონქოსპაზმიანი. მოვიდა სასწრაფო (ძალიან მალე), გასინჯა. არ მოეწონათ ფილტვები, დარეკეს ყველგან. ვერ დავტოვებთ ასეთსო, რას იზამს ამის ფილტვები არ ვიცითო. არ შეიძლება ამის სახლში ყოფნაო.

ემუდარნენ და არც ერთმა საავადმყოფომ არ მიიღო. არაა ადგილებიო. გაუკეთეს დექსამეტაზონი და დატოვეს ოჯახის ექიმის ამარა.

ახლა მე გეკითხებით: საწოლფონდი ხომ კარგად გაქვთ? აი, ის საწოლფონდი, მაღალი ტრიბუნიდან რომ დაგვღაღადებს ქალბატონი მინისტრი? ხომ ხართ ჯანმრთელად და კარგად? რამე რომ იყოს ხომ გამონახავთ თქვენთვის ამ საწოლფონდს? ჰა? ჰოდა, ქუჩაში დარჩენას გისურვებთ ერთად და სათითაოდ. დექსას ამარა. დექსა მემეტება.

P. S. ჩართეთ კერძო სადაზღვეოები ან წავიდეს სახლში ტიკარაძე და მოვიდეს ის, ვინც დალაგდება კლინიკებთან, ხომ ხედავთ რომ ვერ ლაგდებით? გაშალეთ საველეები, სამხედროები, ნუ ამოგვწყვიტეთ არჩევნების გამო!”