
ოზურგეთელი ბიჭები, რომლებიც 21-ე საუკუნის ყველაზე ცნობილი ქართველები გახდნენ
- 19/10/20
- 771 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ამ ცნობილ ქართველებს კარგად იცნობთ. ალბათ გიკვირთ, რა საერთო აქვთ ერთმანეთთან.
გეტყვით: სამივე გურიის ქალაქ ოზურგეთიდან გახლავთ. იქ დაიბადნენ, ბავშვობა იქ გაატარეს და სკოლის დასრულების შემდეგ დაადგნენ გზას დედაქალაქისკენ, გენიალური ნოდარ დუმბაძის ზურიკელა ვაშალომიძესავით.
ყველაზე მთავარი, ცხოვრების მარილი – იუმორი გურიიდან აქვთ. გურულ ფესვებს უმადლიან იმასაც, რომ ერთგულების ფასი იციან და მეგობრებს კუბოს კარამდე ერთგულობენ.
ცნობილია, რომ უყვართ პოლიტიკა. არიან პირდაპირები და ამბიციურები. ეს უკანასკნელი თვისება ჩვენს რესპონდენტებში რომ არ იყოს, ისინი დღეს წარმატებულები ვერ იქნებოდნენ.
ბექა ჩხაიძე: – ბავშვობა და კაცის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ასაკი გურიაში მაქვს გატარებული. ბიჭ-ბუჭობის, თინეიჯერობის პერიოდში იქ ნასწავლი ბევრი რამ მომყვება. უფროს ადამიანებთან ურთიერთობამ კაცის თვისებები მასწავლა, ერთგულება მასწავლა. რაც კარგი მაქვს, სულ ჩემი კუთხიდან მაქვს.
იუმორი, სისხარტე, არ არსებობს სიტუაცია, გამოსავალი არ ვიპოვო. ადამიანი ვერ ჩამჭრის, ენაში ვერ მომიგებს. ეს არის “გურულიზმი”. იქაური ძმაკაცები უერთგულესები არიან ყველანი. ძმობის სიტყვა საფლავის კარამდე მიგვყვება.
მომღერალი ბექა ჩხაიძე დაოჯახდა
მომღერალი ბექა ჩხაიძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ბავშვობის მეგობრები არიან. როგორც ბექა ამბობს, ბავშვობის მეგობარი თანამდებობამ ვერ შეცვალა, ისინი დღემდე მეგობრობენ.
ბექა: – მე და აჩიკო ბავშვობის მეგობრები ვართ. გვქონდა ჩვენი ოთხეული -მე, აჩიკო, მისი ძმა და დათუნა. სულ ერთად ვიყავით. გაჭირვებაც ნანახი გვაქვს, ათასი ფათერაკიც, ჩხუბშიც ერთად ვყოფილვართ და უამრავი თავგადასავალიც გადაგვხდენია. უკან მოხედვის არ გვრცხვენია. უთბილესი და უკარგესი ოჯახისშვილია.
ბავშვობიდან მიზანდასახული იყო. ქუჩაში ხომ ვიყავით, არ არსებობდა წიგნის წასაკითხად, სასწავლებლად არ შესულიყო სახლში. იმეცადინებდა და მერე ისევ გამოვიდოდა გარეთ. თურმე სად იჭვრიტებოდა ჩვენი მეგობარი? (იცინის) კი გავიდა დამკაში.
ძალიან მიყვარს. ბავშვობიდან გვერდში მდგომი კაცია. ახლაც ვაგრძელებთ მეგობრობას. როცა ვახერხებთ, ვხვდებით. ზოგჯერ ეს ოფიციალურადაც ხდება. დელეგაცია ჩამოდის, ოფიციალური ვახშამია და ჩემ კვარტეტთან ერთად ვმღერი. სტუმრები შენზე იყოს, სიმღერა ჩემზე-მეთქი, ვეუბნები. ასე ვაბალანსებთ ერთმანეთს. მეგობრობას რა წაშლის, რომელი თანამდებობა? ჩვენში ასეა.
აჩიკომ იცის და აქედანაც ვეტყვი, შენ გვერდით მიგულე, ძმაო. წარმატება და წინსვლა.
დიდ სიყვარულს ვგრძნობ როდესაც გურიაში ჩავდივარ. მამა მეხუმრება, ოჰ, ერის ბულბული ჩამევიდაო.
საყვარელი ფრაზა? – ა, ცა, მაცა, პაწა, რაც ნიშნავს, გოგო, დამაცადე, ცოტა ხანი. მიყვარს საკუთარ თავზე ხუმრობა და ღადაობა. იუმორი ვისაც აქვს, ის თავის თავზეც ხუმრობს.
არჩილ თალაკვაძე: ქეთის აქვს ის, რაც საყვარელ ქალს სჭირდება, ერთად გატარებული საღამოები, ჩემი ლექსები, ყვავილები - ინფო9
ვინ იტყვის, რომ მსოფლიო მოდის ტენდენციებთან “მოთამაშე” დახვეწილი ავთანდილი “გაქანებული” გურულია. არადა, ამბობს, მეტყობა, გურული რომ ვარო.
ავთანდილ ცქვიტინიძე: – იუმორი და ენერგეტიკა, ეს უპირველესია, რაც გურიიდან მაქვს. ამ ენერგეტიკის წყალობით ძალიან დადებითად იმკვიდრებ თავს.
გურიაში დადებითი ენერგეტიკის გაცემის სიყვარულით დავიბადე.
იუმორი ჩემი სავიზიტო ბარათი გახდა და ჩემი ენერგეტიკით მეტყობა, რომ გურული ვარ (იცინის).
ყველაფერი გურიასთან ასოცირდება ჩემთვის. ანეკდოტებიც კი მხოლოდ გურულებზე ვიცი. მოკლე, კვიმატი პასუხები, რომელშიც ხასიათი და მთელი კონცეფციაა.
ავთანდილ ცქვიტინიძის შვილი ტყუპისცალივით ჰგავს დედას
მოქმედება ბაზარში: აი, თევზი რაიზაა მოღუნული? გამყიდველს უჩივა მყიდველი. გამყიდველის პასუხი: ოჰ, მაი პავაროტში დევიჭირე! ეს არის გურულების მთელი კონცეფცია.
ბიჭს აყაჩაღებენ, ის “სემიჩკამს” ჭამს. აბა, დაყაჭე ფულიო! დეიჭირე აი “სემიჩკაო”, უთხრა ამ ბიჭმა. რათ მინდა “სემიჩკა”, მომე ფულიო. მეიცა, ჩამეივლის ვინმე ფულიანი, გეერთობი, მანამდეო.
გურულს ყველაზე იდიალურად ხატავს ეს ანეკდოტი. მთვრალი გურული აღებს კარს და გასაღებს უმიზნებს კლიტეს. იქიდან ეშმაკი ელოდება, საიქიოში წასაყვანად და თან აშინებს ხმებით. ეს გახედავს და ეტყვის – ე, მამფერი ყ…ეი რომ ხარ, იმიზა არ უყვარხარ არავისო. განაგრძეთ კითხვა