
სკოლის მოსწავლეები საკლასო ოთახებში დაბრუნდებიან - როდიდან გახდება აუცილებელი სკოლაში სიარული
- 20/10/20
- 517 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის, თქმით, შესაძლოა, სკოლის მოსწავლეები საკლასო ოთახებში დაბრუნდნენ.
„გვინდა, რომ მეშვიდედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეები ამ სემესტრში დაუბრუნდნენ საკლასო ოთახებს“, – განაცხადა ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, ეს დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე.
„ჩვენი მიზანია, რომ ეს მოხდეს ამ სემესტრში და მოხდება კიდეც, კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით საზოგადოებას ამის შესახებ ვაცნობებთ, ეს დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ ეპიდსიტუაციაზე“, – განაცხადა განათლების მინისტრმა.