ჩემი მეგობარი ტესტის რიგში იდგა და შემდეგ გადაიფიქრა, საღამოს ურეკავენ და ეუბნებიან ვწუხვართ მაგრამ კორონა გაქვსო, თქვენ ში** ხომ არა გაქვთ

ჩემი მეგობარი ცოტა შეუძლოთ იყო და გადაწყვიტა ტესტის გაკეთება.წავიდა და ჩადგა გრძელ რიგში . იდგა იდგა და ბოლოს იფიქრა არც ისე ცუდად ვარ, აქ რომ ვიდგეო და წამოვიდა . საღამოს ურეკავენ და “ვწუხვართ, მაგრამ კორონა დაგიდასტურდათო”

ცოტა ხანი დუმილის შემდეგ( ამ დროს დაფიქრდა მოხუც მშობლებზე, გაიხსენა ყველა კონტაქტი, გამოიტირა თავის თავი, დაიწყო ჩალაგება საავადმყოფოში წასაღები ნივთების და)  მეც ვწუხვარ მაგრამ თქვენ შიგ ხომ არ გაქვთ, ანალიზი არც გამიკეთებიაო ! მიუგო ამან