"ყველამ საკუთარი "ღრეობები", ქორწილები, დაბადების დღეები და ნათლობები მოიკითხოს"

"ბიძინა ივანიშვილი კრემლთან შეთანხმებულად მოქმედებს და იქიდან მიღებული ინსტრუქციების მიხედვით აზიანებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს" - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი და ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს. მისი თქმით "ქართულმა ოცნებამ" იცის, რომ არჩევნებს წააგებს და ყველა ბინძურ მეთოდს მიმართავს ოპონენტების "ჩასაძირად".

ხატია დეკანოიძე:
- "ქართული ოცნება" ასეთივე იმედიანი იყო საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის წინ, მაგრამ შემდეგ რაც მოხდა ყველას კარგად გვახსოვს. ბიძინა ივანიშვილი
ახლაც ცდილობს ასე გაამხნევოს თავისი მცირერიცხვოვანი ამომრჩეველი. ნახეთ, როგორი ამაზრზენია "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანია. რაღაც ზღაპარი მოიგონეს დავით გარეჯთან დაკავშირებით, ორი უდანაშაულო ადამიანი დააპტიმრეს და ისე ცდილობენ პოლიტიკური დივიდენდების დაგროვებას და ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას. ბიძინა ივანიშვილს სინამდვილეში დავით გარეჯი საერთოდ არ აინტერესებს. მისი გუნდი "პატრიოტთა ალიანსთან" ერთად მიჰყვება კრემლის პროპაგანდას. ეს არის მიზანმიმართულად გათვლილი, ჩვენი ლიდერის წინააღმდეგ. ნამდვილად არ აინტერესებთ ეროვნული ინტერესები, არც ის თუ რა მძიმე ვითარებაა რეგიონში. ბიძინა ივანიშვილს საერთოდ არაფერი აინტერესებს.

- დავით გარეჯთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლამდეც იყო. კონკრეტული ადამინების გვარ-სახელები არ სახელდებოდა, თუმცა იყო ვერსიები, რომ მაშინდელი კომისიის ქართველმა წევრმა ის დოკუმენტები მოიპარა, რომელიც სადაო ტერიტორიების საკითხს, ჩვენს სასარგებლოდ წყვეტდა.
- ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით. შემიძლია გითხრათ, რაც ვიცი მე, ანუ როგორ ვითარდებოდა მთელი ამ პროცესის ანატომია. ეს საკითხი წამოწია "პატრიოტთა ალიანსმა" მაშინ როდესაც პარლამენტში დემარკაციის კომისიის მოწვევაზე იყო საუბარი. შემდეგ სალომე ზურაბიშვილი ჩავიდა დავით გარეჯში და ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები გააკეთა. შესაბამისად ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ეს ყველაფერი არის იმ პროპაგანდის ნაწილი, რასაც რუსეთი ამდენი ხნის განამვლობაში აწარმოებს საქართველოს წინააღმდეგ.

- არიან კონკრეტული ადამიანები, მაგალითად ზვიად ძიძიგური და გიორგი ოთხმეზური რომლებიც ამბობენ, რომ მათ ახსოვთ "ნაციონალი" ლიდერების, ნინო კალანდაძისა და ნიკა რურუას განცხადებები, რომ თითქოს დავით გარეჯი არასდროს ყოფილა საქართველო.
- ჩვეულებრივი ბოდვაა. ზვიად ძიძიგურს უკვე დიდი ხანია ბოდვითი აშლილობა აქვს დაწყებული. მისი ნათქვამით "ქართულმა ოცნებამ" დაიწყო ჩვეულებრივი ამაზრზენი საარჩევნო კამპანია, რაც ხელისუფლების დაკარგვის შიშს უკავშირდება. სამწუხაროა, რომ ძალიან ბევრი ადამიანის ბედი ივანიშვილის ავადმყოფურ შიშებს ეწირება.

- ფიქრობთ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი პროკურატურის ვერსიას, რუკების დაკარგვასთან დაკავშირებით არ დაიჯერებს?
- მე ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ხალხი ამ შეთხზულს დაიჯერებს. ზუსტად ვიცი, ხალხს მყარად აქვს გადაწყვეტილი, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლებას უნდა ჩამოაშოროს. ვნახოთ, რა მოხდება 31 ოქტომბერს. განაგრძეთ კითხვა