ხარვეზები გვქონდა, აშკარად არასწორი გადაწყვეტილება მივიღეთ - პაატა იმნაძე საჯაროდ ალაპარაკდა

ჩვენც გვქონდა ხარვეზები. აშკარად არასწორი, ცოტა პოპულისტური იყო ჩვენი გადაწყვეტილება, რომ კარვები გაგვეხსნა ბათუმში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბათუმში ტესტირების კარვების გახსნამ ლაბორატორიების გადატვირთვა გამოიწვია.

„ამან გამოიწვია ის, რომ ყველა ცნობისმოყვარე იკმაყოფილებდა ცნობისმოყვარეობას. ამან გამოიწვია ლაბორატორიების გადატვირთვა და შემდეგ, უკვე პასუხები დაგვიანდა იქ, სადაც პასუხები ადამიანებს დროულად უნდა მიეღოთ.

ეს იყო ჩვენი შეცდომა. შეცდომა არ მოსდის მას, ვინც არაფერს აკეთებს. მერე კრიტიკა ადვილია მათთვის ვინც არაფერს აკეთებს”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.