ვინ არის ის 3 ადამიანი, რომელიც ზუგდიდში თავდამსხმელმა თან წაიყვანა

ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ მძარცველმა სამ მძევალთან ერთად დატოვა ბანკის შენობა.

 „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავაა, მეორე მძევალი – ზუგდიდის მერის, გეგა შენგელიას ბიძაშვილი, ლაშა შენგელია, ხოლო მესამე – ბანკის მომხმარებელი, 25 წლის მურიკო ბულია. 

მძარცველი პოლიციის პიკაპით მძევლებთან ერთად ადგილიდან გაიქცა. გავრცელებული ინფორმაციით, მას პოლიციის წარმომადგენელმა მოთხოვნილი ფული გადასცა.