ვინ არის ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც მარინა ეზუგბაია და მარინა ენდელაძე ჩაანაცვლა

კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ, საზოგადოების ყურადღება ქვეყნის მთავარი ინფექციონისტების მიმართ იქნა გადატანილი. ჟურნალისტებიც და მოსახლეობაც შეეჩვია იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების შესახებ მარინა ეზუგბაია და მარინა ენდელაძე საუბრობდნენ. ეზუგბაია ეკრანებიდან 1 თვის წინ გაქრა, რის მიზეზადაც მისი თბილისიდან ბათუმში გადასვლის საჭიროება დასახელდა. ეზუგბაია აჭარის ჯანდაცვის სექტორს ტრენინგებს უტარებს და ეპიდვითარების მართვაში ეხმარება. ეზუგბაია ენდელაძემ ჩაანაცვლა, მაგრამ ოთხი დღის წინ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სტატისტიკაზე და ახალ შემთხვევებზე განმარტებები არა ინფექციურ საავადმყოფოში, არამედ მთავრობის ადმინისტრაციაში კეთდება.

ის, კი ვინც საკუთარ ეპიდვითარების საქართველოს მოსახლეობისთვის გაცნობის საკითხი საკუთარ თავზე აიღო, ბერდია სიჭინავაა.

ბერდია სიჭინავა 1989 წლის 31 დეკემბერს სენაკში დაიბადა.

მთავრობის ადმინისტრაციაში მოხვედრამდე, ის გენერალურ პროკურატურაში მუშაობდა, საიდანაც სამუშაოდ გენინსპექციაში გადავიდა.

ბერდია სიჭინავას ჰყავს მეუღლე თეონა მათიაშვილი, რომელიც პერსონალური ბანკირია.