ალექსანდრე ლორთქიფანიძემ ზუგდიდის საქმე გახდნა - რას ამბობს ბანკის მძარცველზე ქართველი ინტელექტუალი
- 24/10/20
- 23934 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
საკუთარ საქმეზე შეყვარებული ადამიანები ყველაფერს საკუთარი გამადიდებელი შუშიდან აკვირდებიან.
ასე მაგალითად, თუ ჟურნალისტ მეგობართან რამე წამოგცდება, არ უნდა გაგიკვირდეს, ამაზე სტატიას რომ დაწერს ან თუ ასტროლოგს ჰკითხავ, გიხდება თუ არა ეს კაბა, შესაძლოა მთელი კოსმოსური ცოდნა გადმოგილაგოს იმის დასამტკიცებლად, რომ დღეს ეს ფერი არ უნდა ჩაიცვა, რადგან ვენერა სახლში შედის და ასე უსასრულოდ.
როცა მწერალი კრიმინალური დანაშაულის გახსნაზე იწყებს ფიქრს, ერთი ნაბიჯია ფანტაზიის გახსნამდე და ჰოპ! მთელი მისი წარმოსახვა რეალობას სწყდება და ერთი ჩვეულებრივი ამბავი ფენტეზის ჟანრის ნაწარმოებად იქცევა.
აი, მაგალითად, მწერალ ალექსანდრე ლორთქიფანიძეს ზუგდიდის საქმის გახსნის „ამბიცია გასჩენია“ და უცებ სცენარი „შემოეწერა“:
„მოკლედ, მივხვდი რაც ხდება:
ის მძარცველი არის დროში მოგზაური.
სინამდვილეში ჯერ ეს საცხობი გაძარცვა დღეს, მოიპარა ხაჭაპური, რადგან იცოდა წინასწარ რომ ხაჭაპურით მძევლებს გულს მოულბობდა (საიდან იცოდა და ეგ ხო გუშინწინ იყო და იცოდა), მერე დაბრუნდა 1 დღით უკან, გაძარცვა საინკასაციო მანქანა, გაიტაცა 70 000, რათა შესაბამისი აღჭურვილობა, ცხენი და სამოსი ეყიდა (ზუსტად იცოდა რა დასჭირდებოდა იმიტომ რომ წინა დღით დასჭირდა), მერე გადავიდა კიდევ ერთი დღით ადრე და გაძარცვა ბანკი.
ყველაფერი ლაგდება, მთავარია, ეხლა სად მიდის და რისთვის უნდა 500 000.
მე ორი ვერსია მაქვს: 1. კიდევ უკან მიდის, 2012-ში და აპირებს რომ ეს ფული გუბაზ სანიკიძეს მისცეს, რათა ეს უკანასკნელი აღარ გაბოროტდეს და სააკაშვილის წლევანდელი კამპანია, რომლის ბურჯი და დედაბოძი სანიკიძეა - აღარ შედგეს. 2. თავად გუბაზ სანიკიძეა, მომავლიდან ჩამოსული, მომავალში ისე წავიდა მისი ცხოვრება, რომ ამ დონემდე გახდა და დასუსტდა, ამიტომ დროში დაბრუნდა და ცდილობს საკვანძო მომენტი შეცვალოს. ნუ თან 500 000 კაი ფულია.
ვფიქრობ, ძალოვანებმა პირველ რიგში ეს ორი ვარიანტი უნდა განიხილონ..", - წერს ის თავის ფეისბუქ გვერდზე.


