გარდაცვლილია 4 ადამიანი - შემზარავი ავარია ბაღდათში

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი მძიმედ დაშავდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და დამცავ ჯებირს შეეჯახა. გარდაცვლილებიც და დაშავებულებიც ერთი ოჯახის წევრები არიან. გარდაიცვალა 4 წლის ბავშვი, ავარიას ასევე ემსხვერპლა, ბავშვის მამა, ბიძა და ბებია. მეორე მცირეწლოვანი და მისი დედა კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული.