90-იან წლებში მომხდარი საუკუნის მკვლელობა ნატახტართან, რომელიც მსოფლიო სენსაციად იქცა

90-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბა მა­შინ მსოფ­ლიო სენ­სა­ცი­ად იქცა - აშშ-ს სა­ელ­ჩოს წარ­მო­მად­გენ­ლის, ფრე­დი ვუდრო­ფის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი საქ­მე, დღე­საც დიდ ინ­ტე­რესს იწ­ვევს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.

ვუდრო­ფი CIA-ს (ცენ­ტრა­ლუ­რი სა­დაზ­ვერ­ვო სა­ა­გენ­ტო) ოფი­ცე­რი იყო და ოპე­რა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რა­ტის კას­პი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­ქარ­თვე­ლოს სექ­ტორს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. ვუდრო­ფი თბი­ლის­ში აშშ სა­ელ­ჩოს თა­ნამ­შრომ­ლის სა­ფარ­ქვეშ ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და სა­დაზ­ვერ­ვო სა­ა­გენ­ტოს ოპე­რა­ცი­ებს. მისი მო­ნი­ტო­რინ­გით იწ­ვრთნე­ბო­და სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რის - ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის დაც­ვა და პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ქვე­და­ნა­ყო­ფი "ომე­გა".

მკვლე­ლო­ბის დღე
1993 წლის აგ­ვის­ტო­ში ვუდრო­ფი შე­ვარ­დნა­ძის დაც­ვის ხელ­მძღვა­ნელ­თან ელ­დარ გო­გო­ლა­ძეს­თან და ორ გო­გო­ნას­თან ერ­თად "ნი­ვით" ბრუნ­დე­ბო­და ყაზ­ბე­გი­დან თბი­ლის­ში. ქა­ლებს შო­რის ერთ-ერთი სას­ტუმ­რო "მე­ტე­ხი პა­ლა­სის" თა­ნამ­შრო­მე­ლი მა­რი­ნა კ. იყო. ვუდრო­ფი ამ სას­ტუმ­რო­ში ცხოვ­რობ­და და ქალს, რო­მე­ლიც კარ­გად ფლობ­და ინ­გლი­სურ ენას, ხში­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და მას­თან.
რო­გორც საქ­მის მა­სა­ლებ­შია მო­ცე­მუ­ლი, თბი­ლი­სის­კენ მი­მა­ვალ მან­ქა­ნას ნა­ტახ­ტარ­ში გზა სამ­ხედ­რო ფორ­მა­ში ჩაც­მულ­მა რამ­დე­ნი­მე ახალ­გაზ­რდამ გა­და­უ­ღო­ბა და გა­ჩე­რე­ბა მოს­თხო­ვა. მან­ქა­ნას გო­გო­ლა­ძე მარ­თავ­და, ის არ და­ე­მორ­ჩი­ლა მო­თხოვ­ნას, რა­საც ჯა­რის­კა­ცე­ბის მხრი­დან გას­რო­ლა მოჰ­ყვა. ინ­ცი­დენ­ტი­სას გას­რო­ლი­ლი ერ­თა­დერ­თი ტყვია თავ­ში სწო­რედ ვუდროფს მოხ­ვდა...

მა­რი­ნა კ. ჩვე­ნე­ბა­ში ყვე­ბო­და: "ფრე­დი ჩუ­მად იყო... შევ­ხე­დე და და­ვი­ნა­ხე რომ თავ­ზე რა­ღაც სჭირ­და. გა­ჩერ­დი, გა­ჩერ­დი!" - უყ­ვი­რო­და ქალი მძღოლს.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, შე­ვარ­დნა­ძის დაც­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლი ყვე­ბო­და: "ყველ­გან სის­ხლი იყო... ჩემი პირ­ვე­ლი ემო­ცია იყო, რომ ეს რუ­სე­ბი არი­ან, მათ მე ვე­ზი­ზღე­ბო­დი" - იხ­სე­ნებ­და გო­გო­ლა­ძე და მი­სი­ვე თქმით, მან გა­უ­ჩე­რებ­ლად იარა პირ­ველ შემ­ხვედრ სა­ა­ვად­მყო­ფომ­დე. თუმ­ცა, ერთი და­კე­ტი­ლი აღ­მოჩ­ნდა, მე­ო­რეს კი შუქი არ ჰქონ­და. როცა თბი­ლის­ში, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­იყ­ვა­ნეს, 45 წლის ვუდრო­ფი უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო.

გო­გო­ლა­ძე იხ­სე­ნებ­და რომ, ვუდრო­ფის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნის შემ­დეგ, შემ­თხვე­ვის ად­გი­ლას დაბ­რუნ­და. პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბას­თან ახ­ლოს სამი მა­მა­კა­ცი შე­ამ­ჩნია, რო­მე­ლიც იქამ­დე გზა­ზე შე­ნიშ­ნა. ნას­ვა­მი ახალ­გაზ­რდე­ბი - ან­ზორ შარ­მა­ი­ძე და მისი მე­გობ­რე­ბი პო­ლი­ცი­ა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მა­შინ მკვლე­ლად შე­რა­ცხუ­ლი 20 წლის შარ­მა­ი­ძე, სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ სცნო და 15 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­უ­ფარ­და. შარ­მა­ი­ძე მო­ხა­ლი­სე ჯა­რის­კა­ცი იყო, მან და­კი­თხვა­ზე თქვა, რომ ეგო­ნა პო­ლი­ცი­ამ იმის გამო აიყ­ვა­ნა, რომ და­უ­რე­გის­ტრი­რე­ბე­ლი ია­რა­ღი ჰქონ­და თან.

ამე­რი­კე­ლი მზვე­რა­ვის მკვლე­ლო­ბით აღ­შფო­თე­ბუ­ლი ამე­რი­კუ­ლი მე­დია მა­შინ წერ­და: "სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მოქ­მე­დი და ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, მით უფრო ამე­რი­კე­ლი და რუსი მზვე­რა­ვე­ბი (ან მათი აგენ­ტე­ბი), უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის გამო არ იღუ­პე­ბი­ან. მათ ყო­ველ­თვის ვი­ღაც "ეხ­მა­რე­ბა".

ვუდროფ­საც რომ ვი­ღაც "ეხ­მა­რე­ბო­და" სიკ­ვდილ­ში, ამას საქ­მის რე­ა­ლუ­რი მა­სა­ლე­ბიც ცხად­ყოფს... განაგრძეთ კითხვა