90-იან წლებში მომხდარი საუკუნის მკვლელობა ნატახტართან, რომელიც მსოფლიო სენსაციად იქცა
- 26/10/20
- 2872 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
90-იანი წლების დასაწყისში, საქართველოში მომხდარი მკვლელობა მაშინ მსოფლიო სენსაციად იქცა - აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლის, ფრედი ვუდროფის იდუმალებით მოცული საქმე, დღესაც დიდ ინტერესს იწვევს საზოგადოებაში.
ვუდროფი CIA-ს (ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო) ოფიცერი იყო და ოპერატიული დირექტორატის კასპიის დეპარტამენტის საქართველოს სექტორს ხელმძღვანელობდა. ვუდროფი თბილისში აშშ საელჩოს თანამშრომლის საფარქვეშ ხელმძღვანელობდა სადაზვერვო სააგენტოს ოპერაციებს. მისი მონიტორინგით იწვრთნებოდა სახელმწიფოს მეთაურის - ედუარდ შევარდნაძის დაცვა და პირველი ქართული დანიშნულების ქვედანაყოფი "ომეგა".
მკვლელობის დღე
1993 წლის აგვისტოში ვუდროფი შევარდნაძის დაცვის ხელმძღვანელთან ელდარ გოგოლაძესთან და ორ გოგონასთან ერთად "ნივით" ბრუნდებოდა ყაზბეგიდან თბილისში. ქალებს შორის ერთ-ერთი სასტუმრო "მეტეხი პალასის" თანამშრომელი მარინა კ. იყო. ვუდროფი ამ სასტუმროში ცხოვრობდა და ქალს, რომელიც კარგად ფლობდა ინგლისურ ენას, ხშირი ურთიერთობა ჰქონდა მასთან.
როგორც საქმის მასალებშია მოცემული, თბილისისკენ მიმავალ მანქანას ნატახტარში გზა სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა რამდენიმე ახალგაზრდამ გადაუღობა და გაჩერება მოსთხოვა. მანქანას გოგოლაძე მართავდა, ის არ დაემორჩილა მოთხოვნას, რასაც ჯარისკაცების მხრიდან გასროლა მოჰყვა. ინციდენტისას გასროლილი ერთადერთი ტყვია თავში სწორედ ვუდროფს მოხვდა...
მარინა კ. ჩვენებაში ყვებოდა: "ფრედი ჩუმად იყო... შევხედე და დავინახე რომ თავზე რაღაც სჭირდა. გაჩერდი, გაჩერდი!" - უყვიროდა ქალი მძღოლს.
მოგვიანებით, შევარდნაძის დაცვის ხელმძღვანელი ყვებოდა: "ყველგან სისხლი იყო... ჩემი პირველი ემოცია იყო, რომ ეს რუსები არიან, მათ მე ვეზიზღებოდი" - იხსენებდა გოგოლაძე და მისივე თქმით, მან გაუჩერებლად იარა პირველ შემხვედრ საავადმყოფომდე. თუმცა, ერთი დაკეტილი აღმოჩნდა, მეორეს კი შუქი არ ჰქონდა. როცა თბილისში, საავადმყოფოში მიიყვანეს, 45 წლის ვუდროფი უკვე გარდაცვლილი იყო.
გოგოლაძე იხსენებდა რომ, ვუდროფის საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ, შემთხვევის ადგილას დაბრუნდა. პოლიციის შენობასთან ახლოს სამი მამაკაცი შეამჩნია, რომელიც იქამდე გზაზე შენიშნა. ნასვამი ახალგაზრდები - ანზორ შარმაიძე და მისი მეგობრები პოლიციაში გადაიყვანეს. მაშინ მკვლელად შერაცხული 20 წლის შარმაიძე, სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. შარმაიძე მოხალისე ჯარისკაცი იყო, მან დაკითხვაზე თქვა, რომ ეგონა პოლიციამ იმის გამო აიყვანა, რომ დაურეგისტრირებელი იარაღი ჰქონდა თან.
ამერიკელი მზვერავის მკვლელობით აღშფოთებული ამერიკული მედია მაშინ წერდა: "სპეცსამსახურების მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები, მით უფრო ამერიკელი და რუსი მზვერავები (ან მათი აგენტები), უბედური შემთხვევის გამო არ იღუპებიან. მათ ყოველთვის ვიღაც "ეხმარება".
ვუდროფსაც რომ ვიღაც "ეხმარებოდა" სიკვდილში, ამას საქმის რეალური მასალებიც ცხადყოფს... განაგრძეთ კითხვა