
ბაჩალიაშვილი მოკლულია - რა დასკვნას აქვეყნებს ადამიანის უფლებათა ცენტრი
- 27/10/20
- 442 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმის განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირებას ითხოვს და გამოძიების ხარვეზებზე მიუთითებს. ორგანზიაციამ დოკუმენტი მოამზადა, რომელშიც ნათქვამია, რომ პროკურატურა ცდილობს საზოგადოება პროგრამისტის თბითმკვლელობაში დაარწმუნოს და საქმეც დახუროს. არასამთავრობო ორგანიზაციაში კი ამტკიცებენ, რომ ბაჩალიაშვილი მოკლულია.
“პროკურატურის მიმართ გვაქვს არაერთი კითხვის ნიშანი და საქმეში არის არაერთი ბუნდოვანი ნაწილი, რაც მთლიანად უარყოფს იმ ფაქტს, რომ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა, რაზეც ამდენი ხანია აპერილებს პროკურატურა. დოკუმენტში ყველა ეს ბუნდოვანი გარემოებაა წარმოდგენილი, რომელიც მიანიშნებს იმაზე, რომ ესაა მკვლელობა და არა თვითმკვლელობა”, – ამბობს “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტის, ეკა ქობესაშვილი.
უფლებდამცველებს კითხვვებს უჩენს მანქანაში აღმოჩენილი სისხლის კვალი, ამოღებული ვიდეოჩანაწერები და მარშრუტი, რომელიც, 23 წლის პროგრამისტმა ფონიჭალიდან თეთრიწყარომდე გაიარა.