ინტერნეტში ფანების მიერ, დუბაიში გადარებული ორსული ქეთა თოფურიას უახლესი ფოტოსურათები ვრცელდება


სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მალე ქეთა თო­ფუ­რია მი­ლი­ო­ნერ ლევ ძენ­გოვ­ზე ქორ­წინ­დე­ბა. თუმ­ცა ეს ერ­თა­დერ­თი სა­სი­ხა­რუ­ლო ფაქ­ტი არ არის მომ­ღერ­ლის ცხოვ­რე­ბა­ში - მომ­ღე­რა­ლი მე­ო­რედ ემ­ზა­დე­ბა დე­დო­ბის­თვის.

ორ­შა­ბათს, 26 ოქ­ტომ­ბერს A'Studio სო­ლის­ტმა თვითმფრი­ნავ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ქეთა წერ­და, რომ და­სას­ვე­ნებ­ლად არა­ბე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ე­მი­რო­ებ­ში გაფ­რინ­და.

სწო­რედ დუ­ბა­ი­ში გა­და­უ­ღეს პა­პა­რა­ცუ­ლი ფოტო, სა­დაც ჩანს, რომ ის ნამ­დვი­ლად ორ­სუ­ლად არის, ღია სა­ცუ­რაო კოს­ტუმ­ში მზის აბა­ზა­ნებს იღებს. არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ე­მი­რო­ებ­ში დას­ვე­ნე­ბის დროს, რუ­სუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სის ვარ­სკვლა­ვი ორ­სუ­ლო­ბის მეშ­ვი­დე თვე­ში გაფ­რინ­და, მას მუ­ცე­ლი უკვე საგ­რძნობ­ლად ეტყო­ბა. რო­გორც ჩანს, მომ­ღე­რა­ლი ბო­ლომ­დე ვერ და­ე­მა­ლა ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­თა მზე­რას და ფოტო ერთ-ერ­თმა ფან­მა ჩუ­მად გა­და­უ­ღო. ორ­სუ­ლი თო­ფუ­რი­ას პირ­ვე­ლი ფოტო მან ინ­სტაგ­რა­მის პი­რად გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა.