ცნობილი გახდა სად დაინფიცირდა 15 წლის გოგონა, რომელის გარდაცვალებამაც გუშინ საქართველო სეძრა

კო­რო­ნა­ვირუსს 15 წლის გო­გო­ნა ემსხვერ­პლა. ის სა­ქარ­თვე­ლო­ში ვირუ­სით გარ­დაც­ვლილ­თა შო­რის ასა­კით ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა იყო. გო­გო­ნა რამ­დე­ნი­მე დღე იბ­რძო­და სი­ცო­ცხლის­თვის, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ექი­მებ­მა ვერ შეძ­ლეს.

გარ­დაც­ვლი­ლი სკო­ლა "ქო­რა­ლის" მოს­წავ­ლე ქეთი კო­ბე­რი­ძეა. "ამბები" მო­ზარ­დის ახ­ლო­ბელს ესა­უბ­რა:

"ქე­თის აგ­ვის­ტო­ში 38 წლის ბიძა გარ­და­ეც­ვა­ლა. სექ­ტემ­ბერ­ში ორ­მო­ცი ჰქოდ­ნათ და სწო­რედ იქ და­ინ­ფი­ცირ­დნენ გო­გო­ნა, მისი მშობ­ლე­ბი და ბე­ბია-ბა­ბუა. მშობ­ლე­ბი და ბე­ბია კარ­გად არი­ან, ბა­ბუ­აც გარ­და­იც­ვა­ლა. 

ქეთი ძა­ლი­ან მალე დამ­ძიმ­და. ბოლო ორი კვი­რა აპა­რატ­ზე იყო შე­ერ­თე­ბუ­ლი, მის მკურ­ნა­ლო­ბას პი­რა­დად ლე­ვან რა­ტი­ა­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, თუმ­ცა გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. მისი კლა­სე­ლე­ბი შოკ­ში არი­ან, ძა­ლი­ან უჭირთ ბავ­შვებს გა­აზ­რე­ბა, რაც მოხ­და. ხვალ არის გას­ვე­ნე­ბა... 

ულა­მა­ზე­სი ბავ­შვი იყო, სულ უციმ­ცი­მებ­და თვა­ლე­ბი, ოც­ნე­ბობ­და, რომ ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ვი­დო­და და მთე­ლი ქვე­ყა­ნა გა­იც­ნობ­და... ქე­თის ახლა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გლო­ვობს" - გვიყ­ვე­ბა ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი.

განაგრძეთ კითხვა