თემურ თათარაშვილი დიდ განსაცდელშია

კორონავირუსმა თითქმის ყველა სფერო მნიშვნელოვნად დააზარალა. განსაკუთრებით დაზარალდნენ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, 10 თვეა უკვე მათ თითქმის აღარ ჰქონიათ კონცერტები და არანაირი შემოსავალი აღარ აქვთ.

ისევე როგორც მოსახლეობის უმეტესობას, მათაც აქვთ ბანკის ვალი და მალე პროცენტების გადახდას ფიზიკურად ვეღარ მოახერხებენ.

მომღერალმა თემურ თათარაშვილმა საკუთარი პრობლემის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.

თემურ თათარაშვილი: მომილოცეთ დღეს ახალი სტატუსი შევიძინე, ცუდი გადამხდელი გავხდი, იპოთეკა ვერ გადავიხადე. ურააააააააააააააააააააააააააააა

„პრაიმამბები“ ცნობილ მომღერალს დაუკავშირდა და მისი სესხის და პრობლემების დეტალები მისგან გაარკვია.

– სიმღერის გარდა არანაირი შემოსავალი არ არის ჩემს ოჯახში, შემომტანი მხოლოდ მე ვარ. ბინა მაქვს იპოთეკაში, ერთი ბინა “ნაციონალური მოძრაობის“ დროს დავკარგე. მშენებარე კორპუსში მქონდა ბინა, ის გავყიდე და ახალი ვიყიდე, მაგრამ რემონტის თანხა არ მქონდა, რის გამოც ბანკიდან ავიღე ათწლიანი იპოთეკური სესხი და სახლი ჩავდე.

– რა თანხას იხდით ყოველთვიურად?

– ყოველთვიურად საკმაოდ სოლიდურ თანხას 1700 ლარს ვიხდი ბანკში, მაგრამ ახლა ვეღარ გადავიხადე.

– საუბრის დასაწყისში აღნიშნეთ, რომ თვეებია კონცერტები აღარ გქონიათ, ვინ გეხმარებოდათ ამ პერიოდის მანძილზე? განაგრძეთ კითხვა