ოზურგეთში ვულკანიზაციის თანამშრომელს საბურავი აუფეთქდა - კაცი ადგილზე გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა ოზურგეთში, თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე ვულკანიზაციაში თანამშრომელს, მუშაობის პროცესში, საბურავი აუფეთქდა. 60 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც ირკვევა, საბურავის რკინის რგოლი ამოვარდა და მამაკაცს მოხვდა.

შს-მ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისმობს, რამაც ადამიანის დაღუპვა გამოიწვია.